loader

სამწუხარო ინფორმაცია - თეთნულდზე, ნაპრალში გადავარდნილი ერთი ტურისტი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია - თეთნულდზე, ნაპრალში გადავარდნილი ერთი ტურისტი გარდაიცვალა

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა.

ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს.

რაც შეეხება დანარჩენ ტურისტებს, 2 მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. დაშავებული 2 ტურისტი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათია, რაც მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. მეორე დღეა, რაც უამინდობის გამო, უცხოელი ტურისტები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.