loader

“მინდა ვუთხრა დავით არახამიას...“ - არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მინდა ვუთხრა დავით არახამიას...“ - არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს საჯაროდ მიმართა

„ვინაიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა რუსეთთან ომში იმყოფება, მთელი ამ თვეების განმავლობაში თავს ვიკავებთ, რომ გავაკეთოთ ის შეფასებები კონკრეტულ პოლიტიკურ პირებთან მიმართებით უკრაინის ხელისუფლებაში, რომელსაც რეალურად იმსახურებენ. რაც შეეხება დავით არახამიას, მისი მხრიდან ეს არის საქართველოს მიმართ გაკეთებული არამეგობრული განცხადებები. როცა უკრაინაში ომია, ჩვენთვის გასაკვირია, რომ პოლიტიკოსები, მათ შორის, პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირები იცლიან, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერიონ. მისი განცხადებები პირდაპირ იმეორებს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს და მინდა მას ვუთხრა, არც ერთ ქართველს საქართველოსთან დაპირისპირება არ მოუგია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინელ ხალხს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ საქართველოს მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის 14-წლის თავზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის ქვეყანასთან მიმართებაშიც არ ეყოფოდა გამბედაობა, აგრესორი გაეკიცხა.