loader

"ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს...“ - 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა სიახლის შესახებ საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს...“ - 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა სიახლის შესახებ საუბრობს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სამკურნალოდ სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში ჩამოიყვანენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა განუცხადა, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს, რამდენად მიიღებს ორგანიზმი. ძლიერი ტკივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია",- აღნიშნავს ქრისტინე მამუკაშვილი.

შეგახსენებთ, 8 წლის დათი ქოქრაშვილის ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.