loader

ვრცელდება კადრები რუსების მიერ დაბომბილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები რუსების მიერ დაბომბილი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ობიექტის მიმდებარე ტერიტორია სამჯერ დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებს.

„დღეს, 2022 წლის 11 აგვისტოს, რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უდიდესი უკრაინასა და ევროპაში. ბალახს მცირე ფართობზე ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა "ენერგოატომმა" და განმარტა, რომ დღეს მესამე დაბომბვას, ადგილობრივი დროით 17:50 საათზე ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, რომ 5 და 6 აგვისტოს რუსმა დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და ენერგოდარის საცხოვრებელ უბნებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა ზრდის ბირთვული კატასტროფის რისკს. მან კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება.