loader

“ამ ადგილებში არასდროს არ იყო დაშვებული ბანაობა...“ - თბილისის ზღვასთან დაკავშირებით კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ამ ადგილებში არასდროს არ იყო დაშვებული ბანაობა...“ - თბილისის ზღვასთან დაკავშირებით კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვის გარკვეულ მონაკვეთზე ამკრძალავი ბანერები უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, იმ ადგილებში არ იბანაონ, სადაც ამკრძალავი ბანერებია განთავსებული.

„ეს პროექტი დედაქალაქის მერიამ განახორციელა, რადგან სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ზღვაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ ადგილებში არასდროს არ იყო დაშვებული ბანაობა. შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას მაქსიმალურად მოვუწოდოთ, სადაც ამკრძალავი ბანერებია განთავსებული, იქ არ იბანაონ“, -განაცხადა კალაძემ.