loader

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბერში იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირები საქართველოსთვის გამორჩეული გმირები არიან.

შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და უწყების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„14 წლის წინ, აქ ტრაგედია მოხდა, თუმცა დღეს, 14 წლის შემდეგ, ჩვენ ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით ამაყი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს ასეთი ადამიანები გაუზარდეს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ყოველ წელიწადს იაზრებს, თუ რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის და რა ღვაწლი აქვთ. ეს დღე დაწესდება საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად, გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, შინდისის გმირების მონუმენტი ფაქტობრივად დასრულებულია.

„ჩვენ 1 წელიწადში შევძელით და მონუმენტი ფაქტობრივად დავასრულეთ. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში აღნიშნული მონუმენტი გაიხსნება. ჩვენ მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსიაც გვქონდა, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული ესკიზი შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.