loader

"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა" - "ქართული ოცნების" დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა" - "ქართული ოცნების" დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", გივი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბას გან­მარ­ტავს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"ნაც­მოძ­რა­ო­ბა" და მისი ტელ­ევი­ზი­ე­ბი დროს არ კარ­გა­ვენ, შექ­მნან ფეიკ ამ­ბე­ბი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­თვის. ახლა საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ჩემი გან­ცხა­დე­ბა ამო­უ­ღი­ათ მი­ზან­ში. ცდი­ლო­ბენ, სხვა ში­ნა­არ­სი შეს­ძი­ნონ - მტერ­თან თავ­მდაბ­ლო­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებ­სო.

არა და არა, ბა­ტო­ნე­ბო, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, დიახ, რუ­სე­თი კლავს და სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მებ­რძო­ლი ჩვე­ნი ხალ­ხის სიბ­რძნეა ისიც, რაც ვა­ჟამ ერთ ფრა­ზა­ში ჩა­ა­ტია - "დღეს სტუ­მა­რია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემარ­თოს სის­ხლი­სა". მარ­თებს რუ­სეთს ჩემი სის­ხლი! დიახ, რუს აგ­რე­სო­რებ­თან ბრძო­ლას, სა­ქა­რათ­ვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას შე­ე­წი­რა ბი­ძა­ჩე­მი, დე­და­ჩე­მის ძმა, რომ­ლის საფ­ლა­ვიც დღემ­დე არ გვაქვს. თი­თო­ე­უ­ლი გმი­რის სის­ხლი მარ­თებს, ვინც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძო­და!

ჩვი­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის, ქა­ლე­ბის, მო­ხუ­ცე­ბის სი­ცო­ცხლე მარ­თებს, ვინც 1991 წლი­დან რუ­სულ ჭურ­ვებს, ნაღ­მებს, ტყვი­ებს შე­ე­წი­რა. მაგ­რამ არა­სო­დეს დამ­დგა­რა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი - სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი მტრით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ერის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა ეროვ­ნე­ბის იყო სტუ­მა­რი. სწო­რედ ეს ვთქვი, რად­გან ვერ და­ვემ­სგავ­სე­ბით იმ ქვე­ყა­ნას, იმ ერს, რო­მელ­მაც 2006 წელს მის მი­წა­ზე სტუ­მა­რი ქარ­თვე­ლე­ბი სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვე­ბით გა­მო­ა­ძე­ვა. ეს დევ­ნა ბევ­რს და­უჯ­და სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად. თუ ჩვენ ასე მო­ვიქ­ცე­ვით, ოკუ­პან­ტის მი­ზა­ნიც მიღ­წე­უ­ლია - დაგ­ვიმგვა­ნოს. და რად­გან ქარ­თვე­ლო­ბა და ღირ­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი, ვწუხ­ვარ ჩემი ოპო­ნენ­ტე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ასე, მცი­რე-მცი­რე პრო­ვო­კა­ცი­ე­ბით და ტყუ­ი­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ დიდი ზვა­ვის აგო­რე­ბას. და ისე და­აბრმა­ვა პო­ლიტ­იკურ­მა სიბ­რა­ზემ და უმ­წე­ო­ბამ, მი­დი­ან ყვე­ლა­ფერ­ზე, თუნ­დაც ამ ზვავ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა და­ი­ტა­ნოს". გაგრძელება იხილეთ ambebi.ge