loader

“დასკვნა ერთია: მათ ეშინიათ ცოცხალი, დატყვევებული და მკვდარი “აზოველებისაც“ კი“ - რა პირობებში გაიმართება “აზოვსტალის“ მებრძოლების საჩვენებელი სასამართლო პროცესი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დასკვნა ერთია: მათ ეშინიათ ცოცხალი, დატყვევებული და მკვდარი “აზოველებისაც“ კი“ - რა პირობებში გაიმართება “აზოვსტალის“ მებრძოლების საჩვენებელი სასამართლო პროცესი

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პერტ ანდრიუშენკომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ რა პირობებში და სად გაიმართება “აზოვის“ ტყვეების სასამართლო პროცესი.

“დასკვნა ერთია: მათ ეშინიათ ცოცხალი, დატყვევებული და მკვდარი “აზოველებისაც“ კი“ - წერს ანდრიუშენკო.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები პროცესისთვის ციხის გისოსებს ფილარმონიის სცენაზე ამონტაჟებენ.

"ახლა მა­რი­უ­პო­ლის ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე რუსი ოკუ­პან­ტე­ბი ცი­ხის გი­სო­სებს აწყო­ბენ. არ­მა­ტუ­რის დი­ა­მეტ­რი 20 მი­ლი­მეტ­რია. დამ­პყრობ­ლე­ბი გეგ­მა­ვენ, სექ­ტემ­ბერ­ში უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლე­ბის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო მო­ა­წყონ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­ფა­სე­ბი­სას ქა­ლა­ქის მერ­მა ვა­დიმ ბო­ი­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ რუსი ოკუ­პან­ტე­ბი კვლავ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მას.

"ისი­ნი აგ­რძე­ლე­ბენ სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას და ახ­დე­ნენ მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს უგუ­ლე­ბელყო­ფის დე­მონ­სტრი­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ბო­ი­ჩენ­კომ.

მან გა­ე­რო­სა და წი­თელ ჯვარს მო­უ­წო­და, ჩა­ე­რი­ონ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში და მი­აღ­წი­ონ სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­თან მოქ­ცე­ვის წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბას.