loader

ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ყოველ შემდგომ დახარვეზებაზე ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - სავარაუდოდ, ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ყოველ შემდგომ დახარვეზებაზე ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - სავარაუდოდ, ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც

ტექინსპექტირების ცენტრის მიერ ყოველ შემდგომ დახარვეზებაზე ჯარიმის ოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. სავარაუდოდ, ფასიანი გახდება განმეორებითი ტექნიკური შემოწმებაც.

როგორც ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

მისივე განმარტებით, მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ტექინსპექტირების ცენტრის მიერ დახარვეზების შემთხვევაში, პირველადი ჯარიმის თანხა 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ.