loader

90 კოვიდ-კლინიკაში დარღვევა გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შრომის ინსპექცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

90 კოვიდ-კლინიკაში დარღვევა გამოვლინდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა 2021-22 წლებში 127 კოვიდ-კლინიკა შეამოწმა, საიდანაც 90 დაწესებულებაში დადგინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურიდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, 33 ობიექტზე დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო 4 მათგანთან მიმართებით საქმისწარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებენ კოვიდ-კლინიკის სტატუსით.

„ამასთან, განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 86 კლინიკასთან მიმართებით, რომელთაგან სამსახურის მიერ გაცემული მითითებები სრულად იქნა აღმოფხვრილი 28 კლინიკის მიერ, რომლის შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე განმეორებითი ინსპექტირება სამსახურმა განახორციელა 51 კლინიკაზე, რომელთაგან 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული გაცემული მითითებები“, - აღნიშნავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.