loader

"რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი სა­გი­ჟე­თი, ქა­ო­სი, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არ­სად მი­ნა­ხავს..." - ნუგზარ კვაშალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი სა­გი­ჟე­თი, ქა­ო­სი, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არ­სად მი­ნა­ხავს..." - ნუგზარ კვაშალი

ნა­ტახ­ტარ­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. 55 წლის ხე­ლო­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე დღე იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს... მისი მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი ჟურ­ნალ “გზას­თან” სა­უ­ბარ­ში ერ­თად გან­ვლილ წლებს, მათ მე­გობ­რო­ბას იხ­სე­ნებს.

"მალე 71 წელი მის­რულ­დე­ბა. ბევ­რი სიკ­ვდი­ლი ვნა­ხე, ულ­მო­ბელ­მა დრომ არა­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი წა­მარ­თვა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ტკი­ვი­ლი ერ­თდრო­უ­ლად გან­მი­ახ­ლდა. ახალ­გაზ­რდა მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე. შეძ­რუ­ლი ვარ. ამ შეშ­ლილ და გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნის სა­ხით მოვ­ლე­ნი­ლი ერთი დიდი სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი ჩაქ­რა... უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის­გან არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლას უნდა გვახ­სოვ­დეს, ამ­ქვეყ­ნად მე­ო­რედ ვე­ღარ მო­ვალთ და ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. თა­ვა­დაც დავ­დი­ვარ მან­ქა­ნით ქა­ლაქ­ში და, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ ასე­თი სა­გი­ჟე­თი, ქა­ო­სი, გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა არ­სად მი­ნა­ხავს... არა­ვინ არა­ვის უთ­მობს, ყვე­ლას სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბა, ვი­ღას ახ­სოვს კა­ნო­ნი, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა? მთა­ვა­რია, თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნოს და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას სჯე­რა, რომ ცუდი ამ­ბა­ვი მას არ და­ე­მარ­თე­ბა", - ამბობს ნუგზარ კვაშალი

წყარო: "გზა"