loader

პანიკა ყირიმში - დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი აფეთქების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანიკა ყირიმში - დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ძლიერი აფეთქების კადრები

ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა ბოლო 30 წუთში ნოვოფიედეროვკის საჰაერო ბაზას Agm-140 Atacms-ის ტიპის 15 რაკეტა ესროლეს.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის მეთაურის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა.

„ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ დავადასტურო რამდენიმე აფეთქების ფაქტი ნოვოფედოროვკის რაიონში. ყველას ვთხოვ, დაელოდონ ოფიციალურ შეტყობინებებს და არ გამოაქვეყნონ ვერსიები", - დაწერა მან “ტელეგრამის” არხზე.

ადგილზე გაემგზავრა რეგიონის ხელმძღვანელი სერგეი აქსენოვი.

"პირველი აფეთქება ძალიან ძლიერი იყო. ჩვენს სასადილო ოთახში ფანჯრის ჩარჩოები ჩამოცვივდა. შემდეგ სარდაფში გადაგვიყვანეს და იქიდან ხმები ყრუდ ისმოდა", - განაცხადა ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ნოვოფედოროვსკის რაიონში განთავსებულია სამხედრო ნაწილი და სამხედრო აეროდრომი.