loader

პრინცესა დაიანას ბოლო შეცდომა, რომელსაც დღემდე არ პატიობენ - აქამდე უცნობი ფაქტები დედოფლის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცესა დაიანას ბოლო შეცდომა, რომელსაც დღემდე არ პატიობენ - აქამდე უცნობი ფაქტები დედოფლის შესახებ

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის ცხოვრება მოულოდნელობებით, სკანდალებით, სიყვარულითა და ტრაგიზმით იყო აღსავსე. ხალხის პრინცესამ, იგივე დიანა სპენსერმა, მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანის გული მოიგო განუმეორებელი სტილით, საოცარი ჰუმანურობითა და ჯიუტი ბუნებით, თუმცა ოდესღაც უელსის პრინცესა უბრალოდ დიანა სპენსერი გახლდათ, 5-შვილიან ოჯახში დაბადებული გოგონა, ბავშვობაში გადატანილი ტრავმითა და სკოლაში ცუდი ნიშნებით.

დიანას მამას 1975 წელს საპატიო ტიტული მიენიჭა. გოგონა ავტომატურად ლედი გახდა. ზედმეტსახელი ლედი დი კი დიანას მას შემდეგ დაერქვა, რაც ის უელსის პრინცესა გახდა.

მანამ, სანამ დიანა სპენსერი უელსის პრინცესა გახდებოდა, მან ჩარლზი სულ 12-ჯერ ნახა. დიანა ამ პერიოდში 19 წლის იყო, ჩარლზი კი 32-ის.

1981 წლის გრანდიოზულ სამეფო ქორწილამდე პრინცესა დიანა საბავშვო ბაღში მომვლელად და მასწავლებლად მუშაობდა. ლედი დი პირველი მონარქი ქალი გახდა, რომელსაც ქორწინებამდე რეალური სამსახური ჰქონდა.

ყველასთვის საყვარელი პრინცესა დაიანა დროსთან ერთად უფრო პოპულარული ხდება. ლედი დის შეუცვლელი სტილი დღეს მოდის მიმდევრებისთვის კვლავ სამაგალითოა, თუმცა დიანა ამით სამეფო წესებს არღვევდა.

მის გარდერობში ბევრი შავი სამოსი იყო. სამეფო ოჯახის წესების მიხედვით, პრინცებსა და პრინცესებს მუქი ფერის სამოსის ტარება ეკრძალებათ.

დედოფალი ყოველთვის ატარებს ხელთათმანებს, რაც ბრიტანული სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წესია, პრინცესა დაიანას კი ხელთათმანების გაკეთება ავიწყდებოდა.

ის იშვიათად ატარებდა ქუდებს, ხელთათმანის მსგავსად ან რჩებოდა, ან საჭიროდაც არ თვლიდა მის ტარებას.

დედოფალი, ქეითი და მეგანი - სამეფო ოჯახის ქალბატონები, წესის თანახმად, დროის უმეტეს ნაწილს კაბასა და ქვედაბოლოში ატარებენ, რადგან ბრიტანული წესების მიხედვით, ქვედაბოლო ქალურობას გამოხატავს და პრინცესა და დედოფალი ვალდებულები არიან, იარონ შესაფერისი სამოსით.