loader

"შენზე ხელი მაქვს ჩაქნეული" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენზე ხელი მაქვს ჩაქნეული" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.

ერთმანეთს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და "გირჩის" საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ცოტნე კობერიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მმართველი გუნდი გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ისე გავიღვიძოთ რუსულ ქვეყანაში, რომ ვერ მივხვდეთ.

„მგონია, რომ შეიძლება ისე გავიღვიძოთ რუსულ ქვეყანაში, რომ ვერ მივხვდეთ. ამის ერთ-ერთი მეტრია კობახიძე. რატომღაც კობახიძეს არასდროს შესტკიოდა გული, როდესაც ადამიანებს არ მოსწონდათ ამ ქვეყანაში ირანელები და თურქები, მაგრამ ძალიან გულზე მოხვდა, როდესაც ამ ქვეყანაში არ მოსწონთ მტერი - რუსები. მან იცის, რომ ძალიან ჰგავს მისი პარტია რუსეთს. ისე მართავს ქვეყანას, როგორც რუსეთში იმართება“, - აღნიშნა კობერიძემ, რასაც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.