loader

“არ გავცვლი სალსა კლდეებსა'' კარგი ლექსია, თუმცა... ყველაფერი მოვითმინოთ და “რაღაცა იქნება'' არის თავისუფალი ახალგაზრდისთვის საშინლად იდეაა“ - გიორგი ჭინჭარაული მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ გავცვლი სალსა კლდეებსა'' კარგი ლექსია, თუმცა... ყველაფერი მოვითმინოთ და “რაღაცა იქნება'' არის თავისუფალი ახალგაზრდისთვის საშინლად იდეაა“ - გიორგი ჭინჭარაული მიმართვას ავრცელებს

“მინდა, ბოლო დროს ჩემი და მარგარეტის გარშემო დატრიალებულ დრამაზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა (ემიგრაციაში წასვლას ვგულისხმობ).

უამრავი აზრი გაჟღერდა, რომ უნდა დავრჩეთ, შეგვეშინდა და გავრბივართ, „ვერ გავქაჩეთ“, „ღმერთო, ეს რა უბედურებაა" და ა.შ. ძირითადად მესიჯები იყო, ემოციური და სენტიმენტალური. ჰოდა, ცოტა არ იყოს, დავიღალე ამ პოეზიით და მინდა გითხრათ, რომ რეალისტები ვიყოთ და ნუ გვიყურებთ, როგორც ფილმის გმირებს ან მუზეუმის ექსპონატებს. ჩვენი წასვლა კი არაა ტრაგედია, ბოლო სამ თვეში ასი ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, თითოეული თქვენგანის ოჯახიდან, ორი და ორზე მეტი წევრი ემიგრაციაშია და ჩვენც მათ შორის ვიქნებით, მაშინ, როცა მტერი სახელმწიფოს ასიათასობით მოქალაქე კომფორტს იქმნის ჩვენს ქვეყანაში და ისე გვიყურებენ, როგორც ეგზოტიკურ, სასაცილო არსებებს, რომლებსაც გემრიელი ხინკლის მოხვევა შეუძლიათ.

ტრაგედია არაა დამდგარი შედეგი, რომ ქართველ ახალგაზრდებს გვინდა წასვლა, განვითარება, ფინანსური კეთილდღეობა, მოწესრიგებულ სამართლებრივ და სოციალურ გარემოში ცხოვრების და საქმიანობის გამოცდილება... ტრაგედია არის მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი საკუთარ ქვეყანაში არ გვაქვს და გაურკვეველია, როდის გვექნება.. ტრაგედიაა, რომ მორალურად იმდენად დავბეჩავდით და დაბალი სტანდარტები გვაქვს, რომ საბჭოთა მენტალიტეტის საერო და სასულიერო ელიტების სითავხედეს მოწიწებით ვყლაპავთ და მათ ნებისმიერ ყალბ, უგემოვნო პოპულიზმს ხბოს აღტაცებით ვეგებებით. ტრაგედიაა, რომ დემოკრატიული, ხალხის წინაშე პასუხისმგებელი მმართველობის ნაცვლად რაღაც გაუგებარი ფეოდალიზმის და დემაგოგიის ნაზავი გვაქვს. ტრაგედიაა, რომ პროტესტის გრძნობა არ გვაქვს მასიურად ყველას. ისევ უდაბნოში დავეხეტებით და ,,40 წელი'' ვერ შეგვისრულდა. ვერ გადაირეცხა ქართველების გონებიდან მტკივნეული საბჭოთა დამღა, რომ მოქალაქეები არ ვიყოფით ,,კოლმეურნეობის თავმჯდომარეებად'' და ნაცრისფერ მასად.

ვისაც წასვლა გვინდა, ყველას არ გვაქვს საკვების, სასმლის ან ზამთარში გათბობის პრობლემა. თანამედროვე ახალგაზრდების მოთხოვნილებათა პირამიდაში სხვა პრიორიტეტებიც არსებობს... ამიტომაც სრულიად უადგილოა ბევრი გულწრფელი, მაგრამ ამავე დროს გულუბრყვილო კეთილის მსურველის კომენტარი, თითქოს სანამ ჭინჭარი იზრდება კლდეებზე, არაფერი გვიჭირს და ხმელ პურზეც იოლად გავალთ. “არ გავცვლი სალსა კლდეებსა'' კარგი ლექსია, თუმცა ის მაინც ლექსია და ფეოდალურ ხანაში ჩვენი წინაპრების მიერ თვითგადარჩენისთვის აუცილებელი ცხოვრების წესის გაიდეალება მომავალს ვერ მოგვცემს. ყველაფერი მოვითმინოთ და ,,რაღაცა იქნება'' არის თავისუფალი ახალგაზრდა ადამიანისთვის საშინლად დამამცირებელი იდეა.

ვერავინ გვეტყვის, რომ რამის შეგვეშინდა. მე-4 წელია საჯაროდ ვამბობ სათქმელს და არც სამსახურის დაკარგვის შემშინებია და არც გადასახლების. ჩვენ რომ აქ ვცხოვრობთ, ეს გმირობა არაა, იმიტომ, რომ აქ ჩვენი სურვილით ვართ, გვიყვარს ხევსურეთი, აქ ვართ კომფორტულად და სწორედ ეს არ გვხდის გმირებად.“ - ავრცელებს გიორგი ჭინჭარაული.