loader

“აღმოჩნდა კლდეში "გაჭედილი", დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში, საკვების, წყლის გარეშე; ერთი ნაბიჯის გადადგმაც სიკვდილის ტოლფასი იყო“ - შოკისმომგვრელი ისტორია სვანეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აღმოჩნდა კლდეში "გაჭედილი", დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში, საკვების, წყლის გარეშე; ერთი ნაბიჯის გადადგმაც სიკვდილის ტოლფასი იყო“ - შოკისმომგვრელი ისტორია სვანეთიდან

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი აღფრთოვანება და გამოვხატო მადლიერება მესტიის სამაშველო სამსახურის მიმართ.

სტუმრად მყავდა უცხოეთის მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა 8-დღიანი ჯავშანი. ამ 8 დღის განმავლობაში მას დაგეგმილი ჰქონდა მარშრუტები სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად, მთებში. დადგა მესამე დღე, როდესაც მან გადაწყვიტა თეთნულდისკენ გამგზავრება, ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე, უბრალოდ სასეირნოდ... დაახლოებით შუადღის 2 საათზე მირეკავენ და მატყობინებენ, რომ იძებნება ჩემი სტუმარი (ზარი განხორციელდა მის მიერ 112-ზე, რომ ის დაიკარგა). დაუყოვნებლივ ჩაერთო სამძებრო სამუშაოში მესტიის სამაშველო სამსახური და პოლიცია. თითქმის ორი დღე და ღამე მე და ჩემს ოჯახს არ გვიძინია. საშინელი ორი დღე გადავიტანეთ.... როცა მეორე ღამეც უკვე დადგა, მე უკვე გადაწურული მქონდა მისი ცოცხლად პოვნის იმედი. ამ ორი დღის განმავლობაში ერთი წუთით არ შეწყვეტილა ძებნა. ბიჭები ეძებდნენ ტყეში, კლდეში, ფანრებით და იმედით, რომ იპოვიდნენ, თუმცა არ იცოდნენ, სად უნდა მოეძებნათ, რადგან სტუმარმა მათ მისცა არასწორი ლოკაცია და სინამდვილეში სულ სხვაგან იმყოფებოდა. არ დატოვეს კუთხე და შესაძლო ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა წასულიყო. ჩემი სტუმარი არის 70 წელს გადაცილებული, აქვს სმენის და მხედველობის პრობლემა. და ეს ადამიანი აღმოჩნდა კლდეში "გაჭედილი" დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე (როგორ ავიდა მანდ, არ ვიცი, თუმცა ფაქტია, ვერ ჩამოვიდა). ჰოდა, ამ კლდეში მან დგომით მდგომარეობაში გაატარა ორი დღე მზის ქვეშ და ორი ღამე წყვდიადში საკვების და წყლის გარეშე. ერთი ნაბიჯის გადადგმაც მისი სიკვდილის ტოლფასი იყო... ჰოდა, ამ ბიჭებმა, ამ დალოცვილმა ვაჟკაცებმა შეძლეს შეუძლებელი Luka Ioseliani Mevlud Gujejiani #muxochartolani Beqa Naveriani (ესენი არიან, ვისთან კონტაქტზეც მე ვიყავი და ვისაც ვიცნობ, თორემ სხვა ბევრი უმაგრესი ვაჟკაცი იმყოფებოდა მათთან ერთად). როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ხმები ესმით და სავარაუდოდ, ჩემი სტუმარი იყო, ვერ აღგიწერთ ჩემი და ჩემი ოჯახის ემოციას...

იპოვეს და შეასრულეს ურთულესი სამუშაო მხოლოდ თოკების დახმარებით (არანაირი ვერტმფრენი ან სხვა რამე), ჩამოიყვანეს ეს ადამიანი სამშვიდობოს და თვითონაც უვნებლები დაბრუნდნენ უფლის წყალობით! მოკლეთ, ხალხნო, არავის დასჭირდეს, თორემ ისეთები არიან, თამამად ანდეთ თქვენი სიცოცხლე!! #საგანგებოსიტუაციებისმართვისსამსახურიმადლობა მინდა გადავუხადო, თითოეულ ადამიანს, რომელმაც ერთი ნაბიჯიც კი გადადგა ამ საქმეში და უფალმა მშვიდობით გატაროთ ყველგან!!!“ - წერს ირინა კვიციანი.