loader

“ვნახეთ, რა მოჰყვა 2014 და 2022 წლებში უკრაინაში იმას,  რომ საერთაშორისო საზოგადოებას, შესაძლოა, 2008 წელს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა“ - შალვა პაპუაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვნახეთ, რა მოჰყვა 2014 და 2022 წლებში უკრაინაში იმას,  რომ საერთაშორისო საზოგადოებას, შესაძლოა, 2008 წელს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა“ - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება არ ჰქონდა, რუსულ აგრესიას გაგრძელება მოჰყვა უკრაინაში 2014 და 2022 წლებში.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი ეს ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილია.

„ეს წლები არის ერთი მხრივ წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს - 400-ზე მეტი დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი, 2 ათასზე მეტი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი".