loader

“ზუსტად 11:40 წუთზე დაიწყო... მასალის დამუშავებაში დაგვეხმარნენ ამერიკელი მეცნიერები, ეს იყო უტყუარი მტკიცებულება რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის“ - რას იხსენებს თეა გოდოლაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ზუსტად 11:40 წუთზე დაიწყო... მასალის დამუშავებაში დაგვეხმარნენ ამერიკელი მეცნიერები, ეს იყო უტყუარი მტკიცებულება რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის“ - რას იხსენებს თეა გოდოლაძე?

“არ დამეზარება და ყოველ წელს, 7 აგვისტოს დავწერ.

ზუსტად 7 აგვისტოს, 2008 წელს, საღამოს 9 საათზე, სატელიტური ინტერნეტის მომწოდებელმა რუსულმა კომპანიამ (სხვა კომპანია, ამ სერვისის მომწოდებელი არც არსებობდა იმ დროს) დაგვირეკა და გაგვაფრთხილა, რომ სეისმური სადგურებისათვის შეწყვეტდა ინტერნეტის მიწოდებას (უბრძანეს და დარეკა, მარტივია).

ზუსტად 11:40 წუთზე დაიწყო მასიური შეტევა (დაბომბვა) ქართული სოფლების. რუსული ჭურვების ყველა აფეთქება, წამების სიზუსტით დავაფიქსირეთ სამაჩაბლოში განთავსებული სეისმური სადგურებით (დავკარგეთ ეს სადგურები ომის დროს). ამ მასალის დამუშავებაში დაგვეხმარნენ ამერიკელი მეცნიერები (ჩემი ამერიკელი დედა Eileen Schaffer Vergino) ერთად აღვრიცხავდით და ვაზუსტებდით ინფორმაციას. ზურაბ ჯავახიშვილმა შემდეგ, დამატებით, გორის დაბომბვის ყველა მასალა აღრიცხა და შემდეგ ეს მასალა გადაეცა საქართველოს პროკურატურას ჰააგაში წარსადგენად. ეს იყო უტყუარი მტკიცებულება რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის. ჰოდა, ვინც ამ ქვეყანას მძინარე ცხინვალის დაბომბვა დააბრალეთ, თქვენი მოღალატე, ერთუჯრედიანი, ნაძირალა, კაგებეშნიკი ……. დანარჩენი გააგრძელეთ!!!“ - წერს თეა გოდოლაძე.