loader

"უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით..." - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან მკითხეთ, გეტყვით..." - ირაკლი ღარიბაშვილი

სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ ყველა შეკრებილი ვართ, რათა ქედი მოვიხაროთ გმირების წინაშე. თარიღებზე საუბარსა და სპეკულაციას თავი დავანებოთ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას: „რატომ მიდის მმართველი გუნდი მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს?“

ღარიბაშვილის თქმით, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია, მით უფრო, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს მიდიოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი, 8 აგვისტო, არასდროს გამხდარა განხილვის საკითხი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქ 8 აგვისტოს ამოდიოდნენ. უხერხულია, რომ აქ არიან ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახები წევრები და ჩვენ თარიღებზე ვსაუბრობთ.

მე გეტყვით მთავარს - თქვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები".