“2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა...“ - ადამ კინზინგერი
მგონია, ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელშიც ის 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს.
კონგრესმენის შეფასებით, „2008 წელს მსოფლიოს ეძინა“, რადგან ტერორიზმთან ბრძოლაზე იყო ფოკუსირებული.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორია გვასწავლის, რომ თუ თავს ისე დაიჭერ, თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას კიდევ უფრო მოაშიებს.