loader

“ზუგდიდში, იმ ქუჩაზე სადაც გუშინ მანქანამ ბებია მოკლა და 7 წლის ბავშვი დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია, ეს ხდება!“ - შოკისმომგვრელი ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ზუგდიდში, იმ ქუჩაზე სადაც გუშინ მანქანამ ბებია მოკლა და 7 წლის ბავშვი დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია, ეს ხდება!“ - შოკისმომგვრელი ვიდეო

“დღეს ზუგდიდში, იმ ქუჩაზე სადაც გუშინ მანქანამ ბებია მოკლა და 7 წლის ბავშვი დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია ეს ხდება.

პატრული მოვიდა და მეგონა მანქანის მძღოლი საკადრისს მიიღებდა, თუმცა მოხდა ისე რო კამათის მერე ერთ- ერთი გამოდის და იძახის გადავრჩით არ დაგვიწერაო!

თან ვხედავ პატრული რომელიც მანამდე გაშმაგებული იყო და ჯარიმით ემუქრებოდა ბიჭებს, ვიღაცას ტელეფონზე ელაპარაკება ტელეფონს თიშავს და ორივე ეკიპაჟი ადგილიდან უჩინარდება! შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia- ქალაქ ზუგდიდის მერია ამ ყველაფრის მერე ამ ბიჭებთან მივედი და ვეკამათე რატომ აკეთებთ ამას დასახლებულ პუნქტში სადაც ხალხი დადისო და იმიტო რომ, სივრცე არ არსებობს ჩვენთვის რომ ეს ვაკეთოთ და მანქანის დატესტვა აქ გვიწევსო!

არ გამოვირჩევი მსგავსი სტატუსებით და აქტივობებით, თუმცა ძალიან გავბრაზდი ამ ყველაფერზე იმ ტრაგედიის მერე რაც ორი დღის წინ მოხდა და კიდევ უფრო იმით რო გარეთ გამოსული ახალაზრდები შთაგონებულები უყურებდნენ ამ ყველაფერს და ხვალ შეიძლება ერთ- ერთმა მათგანმა იგივე მოინდომოს და დიდი შანსია წარმატებულად არ გამოუვიდეს!

p.s. ერთი კვირის წინ გამოვიდა კანონი ქალაქში დრიფტზე და პირველივე კვირას რო თვალს ვხუჭავთ ასე ვერ ავაშენებთ ქვეყანას!“ - წერს გიორგი ქობალია და ვიდეოს აქვეყნებს.