“სავარაუდოდ სამშენებლო ნარჩენები იყრება ზღვაში და ასე გრძელდება ყოველ დღე!“ - საყურადღებო კადრები ბათუმიდან
“21-ე საუკუნეში ასეთი რამ ხდება!
სავარაუდოდ სამშენებლო ნარჩენები იყრება ზღვაში და ასე გრძელდება ყოველ დღე. დავრეკეთ ბათუმის მერიაში, მახინჯაურის მუნიციპალიტეტში, მაგრამ პასუხი იყო ასეთი - არანაირი ნაგავი არ იყრება და მე რა უნდა გავაკეთოო? ეს მეორდება ყოველ დღე“ - აღნიშნავს თიკა ბიგანიშვილი palitravode.ge-თან და საყურადღებო კადრებს გვიზიარებს.