loader

ბებია-შვილიშვილს ავტომობილი დაეჯახა - ზუგდიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბებია-შვილიშვილს ავტომობილი დაეჯახა - ზუგდიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მესამე საჯარო სკოლასთან ახლოს, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, გზას ბებია და შვილიშვილი კვეთდნენ, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ.

ბებია ადგილზე გარდაიცვალა, 15 წლამდე მოზარდი კი, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.