loader

"განადგურებული ვარ, რა მაცოცხლებს, არ ვიცი; ივლისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა" - როგორია ხატია თვაურის მდომარეობა, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"განადგურებული ვარ, რა მაცოცხლებს, არ ვიცი; ივლისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა" - როგორია ხატია თვაურის მდომარეობა, რომელიც ცხვირის ოპერაციის შემდეგ კომაშია

ხატია თვაურს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. 4 წლის წინ სრულიად ჯანმრთელი 17 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში საკუთარი ფეხით მხოლოდ იმ მიზეზით მივიდა, რომ ოცნება აეხდინა და ლამაზი ცხვირი ჰქონოდა, თუმცა 17 წლის ხატიას ოცნება ოცნებად დარჩა. 2017 წლის 7 სექტემბრის შემდეგ გოგონა კომაშია.

ხატიას ოჯახს იმედი არ დაუკარგავს, კარგ ამბავს ყოველდღე ელოდებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. დრო გადიოდა, მისი მდგომარეობა კი არ უმჯობესდებოდა. ოჯახის ფინანსური რესურსიც რომ ამოიწურა და წამლის, მასაჟისა და მოვლისთვის აუცილებელ სხვა ხარჯებს ვეღარ ფარავდნენ, იძულებული გახდნენ, საქართველო დაეტოვებინათ და საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებულიყვნენ. უკვე რამდენიმე წელია ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობს.

ხატიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ივლისში იმდენად დამძიმდა, რომ ქირურგიული ჩარევაც კი გახდა საჭირო.