loader

მკვლელობა აფხაზეთში - ვრცელდება ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რის, რა­მინ ხმა­ი­ლის ჩაცხრილვის დროს გადაღებული ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა აფხაზეთში - ვრცელდება ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რის, რა­მინ ხმა­ი­ლის ჩაცხრილვის დროს გადაღებული ვიდეო

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რი რა­მინ ხმა­ი­ლი, იგი­ვე "მა­სი­კი", მოკ­ლეს. ის გვი­ან ღა­მით სო­ხუმ­ში სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, "მა­სიკს", სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი ჩა­უ­საფ­რდა და ცე­ცხლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი­დან გა­უხ­სნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია DNAbkhazia ტე­ლეგ­რამ-არხზე ვრცელ­დე­ბა...

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, დაჭ­რი­ლია მას­თან ერ­თად მყო­ფი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი.

"ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი მომ­ხდარ­ზე ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას არ ავ­რცე­ლე­ბენ..." - წერს ekhokavkaza.com.

-0:10 მი­სი­ვე ცნო­ბით, მა­სიკ ხმა­ი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის, სერ­გეი კლე­მენ­ტო­ვი­ჩი­სა და მისი მე­გო­ბა­რი ქა­ლის, ოქ­სა­ნა სკა­რედ­ნო­ვას მკვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლეა. მას საკ­მა­ოდ მდი­და­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი აქვს. "მა­სიკს" რუსი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სას­ჯე­ლის ზო­მად 13-წლი­ა­ნი მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნია შე­უ­ფარ­დეს, თუმ­ცა 2019 წელს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ცი­ხი­დან გარ­კვე­უ­ლი ვა­დით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ვიდეო: აფხაზური ამბები • Аҧсуа ажәабжьқәa