loader

“ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში... ჰოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე მამუკა ონაშვილის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში... ჰოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე მამუკა ონაშვილის შესახებ

“ხვალ მამუკა ონაშვილის გასვენებაა.

ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი.

ძალიან მეწყინა და მეტკინა. გუშინ პანაშვიდზე ვიყავი და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი.

ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში. არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის - ნიჭი, ხმა, ქარიზმა.

მაგრამ ეს ხომ საქართველოა.

ჰოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა. მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს. ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან.

ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!“ - წერს ნიკა ქავთარაძე.