loader

განგაშის სიგნალი ევროპიდან და საგანგებო გაფრთხილება მშობლებს! - კერამიკული ჭურჭელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განგაშის სიგნალი ევროპიდან და საგანგებო გაფრთხილება მშობლებს! - კერამიკული ჭურჭელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

განგაშის სიგნალი ჩინეთიდან, „ემბიშენ ჯუნიორის’’ ფირმის საბავშვო კერამიკულ ჭურჭელში დიდი რაოდენობის ტყვია აღმოაჩინეს.

პოლონური კომპანიის მიერ ჩინეთში წარმოებული საბავშვო ჭურჭელი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მაღაზია "დომინომ" ჭურჭელი გაყიდვიდან უკვე ამოიღო.

ევროკავშირის შესაბამისმა სამსახურებმა პროდუქტში მძიმე მეტალი, ტყვია აღმოაჩინეს, სწრაფი განგაშის სისტემით კი გზავნილი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო.

მხოლოდ "დომინოში" გაყიდულია 88 ტყვიის შემცველი თეფში, რომელსაც კომპანია უკან დაიბრუნებს, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი უკვე იყიდეთ და გამოიყენეთ?

როგორც პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი ამბობს, პირველ რიგში, მოზარდები ინფიცირების წყაროს უნდა მოაშოროთ. ტყვიის ის ოდენობა, რაც თეფზე იყო, საწყის ეტაპზე ზიანის მომტანი არ არის, თუმცა, საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის მიხედვით, გარდა ჭურჭლისა, ტყვიის შემცველობა დაადასტურა სათამაშოებში, სამშენებლო მასალებსა და სუნელებში.

როგორც ექსპერტები ამბობენ, დიდი ოდენობით ტყვიას შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი ფერადი სათამაშო, რადგან ტყვია სწორედ ფერის შესანარჩუნებლად გამოიყენება.

მძიმე მეტალი სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისთვის, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ საფრთხეს უქმნის ტვინს, ღვიძლს, თირკმელებსა და ძვლებს. თუმცა ტყვიით ინტოქსიკაცია გარკვეული დროის შემდეგ ხდება. ის ორგანიზმში ძვლებსა და კბილებში “რჩება” და დროთა განმავლობაში გროვდება.

არ არსებობს ორგანიზმში ტყვიის უსაფრთხო დონე. 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე, რომელიც წლების წიმ ტყვიის დასაშვებ და უსაფრთხო ნორმად ითვლებოდა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.