"ჩემდა სამწუხაროდ, უარი განაცხადა, რაც ძალიან ცუდია" - შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება.
შეხვედრაში ოპოზიციიდან „მოქალაქეების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები მონაწილეობენ. არსებული ინფორმაციით, დისკუსია ანტიკორუფცვიული ღონისძიებების, „საარჩევნო კოდექსის“ გადახედვისა და ორი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხზე გაიმართება.