loader

თვითმფრინავის დაშვების კადრები ტაივანიდან - ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმფრინავის დაშვების კადრები ტაივანიდან - ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.

BBC-ის ინფორმაციით თვითმფრინავი, რომელშიც ნენსი პელოსი იმყოფება, რამდნეიმე წუთის წინ დაფრინდა.

აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

ცნობისთვის, ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები არაერთხელ გააფრთხილა, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.