loader

"საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო ტერიტორიულ დანაკარგს" - დავით არახამია ტელეგრამზე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო ტერიტორიულ დანაკარგს" - დავით არახამია ტელეგრამზე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ ტერიტორიულ დანაკარგს, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ „ტელეგრამზე“ განაცხადა.

ის გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა.

არახამიას განცხადებით, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და აგრესორს მორგებული ქართული ხელისუფლება გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ საქართველო იქნება შემდეგი და მოსკოვში ამას უკვე აღარც მალავენ.

„როგორც ვამბობდი, რუსებთან მეგობრობა სუვერენიტეტის შენარჩუნების გარანტირებას ვერ ახდენს. ამას ჩვენ უკვე ვხედავთ ბელარუსის მაგალითზე.

საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, გამოიწვევს კიდევ უფრო ტერიტორიულ დანაკარგს. მაგრამ პრორუსულ ხელისუფლებას თბილისში ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციებისთვის გვერდის ავლით, და აგრესორს მორგებული ქართული ხელისუფლება გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ საქართველო იქნება შემდეგი. და მოსკოვში ამას უკვე აღარც მალავენ.

ამიტომ დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ნომერ პირველი მიზანი ქართველი ხალხისთვის. ეს ევროპისკენ წასვლის ერთადერთი შესაძლებლობაა, რათა არ აღმოჩნდეთ რუსი აგრესორის თათებში“, - განაცხადა არახამიამ.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ВКонтакте“-ში მედვედევის გვერდი გატეხეს.

მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი.

„საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში, ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება - ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“, - ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.