"ეს არის ვარკეთილში, აქამდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა დედაქალაქში" - კახა კალაძე
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც განხორციელდება, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი საპილოტეა, რომლის ბაზრის კვლევაც უკვე გამოცხადდა.