loader

"სანამ საკუთარ ბინებში შეუშვებთ ე.წ. ტურისტებს, ნუ დახამდებით 2000 აშშ დოლარს, წინასწარ ორი თვის ქირას" - რა უნდა იცოდეს ბინის მეპატრონემ, სანამ ტურისტს ბინას მიაქირავებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანამ საკუთარ ბინებში შეუშვებთ ე.წ. ტურისტებს, ნუ დახამდებით 2000 აშშ დოლარს, წინასწარ ორი თვის ქირას" - რა უნდა იცოდეს ბინის მეპატრონემ, სანამ ტურისტს ბინას მიაქირავებს?

იურისტი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, მანამ, სანამ საკუთარ ბინებში ტურისტს შეუშვებენ, რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინონ:

"კარგია, ბინებს ძვირად რომ აქირავებთ, წინასწარ ორი თვისას რომ გიხდის ე.წ. ტურისტი, მერე შეიძლება აღარ გადაიხადოს, ძალით ვერ გამოაგდებ, სასამართლოში მოგიწევთ სირბილი და ეს იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ გადაიხდის ქირას. ძალის გამოყენებით ვერ გამოასახლებ ბინიდან, რადგანაც დაუყოვნებლივ რუსეთი თავის მოქალაქეებს დაიცავს და თქვენ მოგიწევთ, თვეები და წელი ელოდოთ დავების დასრულებას სასამართლოში. ასე რომ, სანამ საკუთარ ბინებში შეუშვებთ ე.წ. ტურისტებს (წლობით რომ აპირებენ საქართველოში ტურისტად ყოფნას), ნუ დახამდებით 2000 აშშ დოლარს წინასწარ ორი თვის ქირას. დაზარალდებით თქვენ, იხეირებს მდგმური, რომელიც ოკუპაციას გაუკეთებს თქვენს საკუთრებას და ვერც მიუახლოვდებით, ყველგან იქნება შემდეგი პასუხი: "აბა, ომი გინდა?" დადექით მერე და შორიდან უყურეთ თქვენ მიერ გაქირავებულ და მდგმურის მიერ ოკუპირებულ საკუთრებას. ამის მაგალითები უკვე არსებობს და ნელი ტემპით იზრდება", - წერს მიხეილ რამიშვილი.