loader

"პრობლემას არ წარმოადგენს" - რა უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრობლემას არ წარმოადგენს" - რა უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით?

"მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის შეფასებით, რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა, ეს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კონკურენციას, რა თქმა უნდა, ბიზნესს კონკურენცია სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.