loader

კოსოვოს მთავრობამ გადადო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოსოვოს მთავრობამ გადადო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს

კოსოვოს მთავრობამ გადადო გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, რომელიც კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ სერბებს სანომრე ნიშნების შეცვლასა და კოსოვოს სანომრე ნიშნების აღებას ავალდებულებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაძაბულობას მოჰყვა, რომელიც გუშინ სამართალდამცველებსა და ადგილობრივ სერბებს შორის იყო.

კოსოვოს მთავრობის განცხადებით, ისინი სერბებს 60-დღიან გარდამავალ პერიოდს მისცემენ კოსოვოს სანომრე ნიშნების ასაღებად.

გუშინ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე კოსოვოს ხელისუფლებამ კიდევ ერთი გადაწყვეტილების იმპლემენტაცია გადადო, რომელიც კოსოვოში ვიზიტის მსურველ სერბებს ავალდებულებს, საზღვარზე დამატებითი დოკუმენტი აიღონ, რომელიც მათ კოსოვოში შესვლის უფლებას მიანიჭებს. ანალოგიური კანონი კოსოვოელებისთვის სერბეთში შესვლის შემთხვევაშიც მოქმედებს. კოსოვოს ხელისუფლებამ დამატებითი დოკუმენტების შემოღება ერთი თვით გადადო და აღსრულებას პირველი სექტემბრიდან დაიწყებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღსრულების გადადებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და დადებითად შეაფასა.

ცნობისთვის, გუშინ ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბიასთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან. პოლიციის განცხადებით, იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა სამართალდამცველების მიმართულებით, თუმცა, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოსოვოს ხელისუფლებას აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის მცდელობა ერთი წლის წინაც ჰქონდათ, რასაც ანალოგიური პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი სერბების მხრიდან.