loader

"რაც შეეხება მოცემულობას - ამ დროისთვის...." - რას წერს მამუკა ონაშვილის დისშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც შეეხება მოცემულობას - ამ დროისთვის...." - რას წერს მამუკა ონაშვილის დისშვილი?

უკვე მე­ო­რე დღეა მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი მძი­მე ავა­რი­ის შემ­დეგ „პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“ წევს. შემ­თხვე­ვა ორი დღის წინ, ღამით, ნა­ტახ­ტა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მან­ქა­ნა, რომელშიც მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა, ავა­რი­ა­ში მო­ყვა და გვერ­დზე გა­დაბ­რუნ­და. სა­ჭეს 22 წლის ბიჭი მარ­თავ­და, რო­მე­ლიც სა­ა­ვადმყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მძი­მედ და­შავ­და 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი.

მა­მუ­კა ონაშ­ვილს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. მას უკვე ჩა­უ­ტარ­და ერთი ოპე­რა­ცია. ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე მომ­ღერ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა წნე­ვაა, რომ­ლის და­რე­გუ­ლი­რე­ბაც ვერ ხდე­ბა. გუ­შინ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა და აღი­ნიშ­ნე­ბა ჰე­მო­დი­ნა­მი­კის რღვე­ვა...

მომ­ღერ­ლის დისშვი­ლი თე­ო­ნა უს­ტი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც გარ­დაც­ვლი­ლი მძღო­ლის ოჯახს სამ­ძი­მარს უცხა­დებს და წერს, რომ ბი­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა...

თე­ო­ნა უს­ტი­აშ­ვი­ლი:

- ბო­დიშს გიხ­დით, რომ პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ზე ვერ გპა­სუ­ხობთ. ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით გამ­ხნე­ვე­ბის­თვის და თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის.

ვიცი, მჯე­რა, რომ მალე გა­მოძ­ვრე­ბა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ეს უკე­თი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ჩემი ყვე­ლა სურ­ვი­ლის ამსრუ­ლე­ბე­ლი, კე­თი­ლი ჯინი მა­მუ­კა ონა­შ­ვი­ლი! მალე დას­რულ­დე­ბა ეს კოშ­მა­რი!

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა მო­ცე­მუ­ლო­ბას - ამ დრო­ის­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, წნე­ვა არ რე­გუ­ლირ­დე­ბა.

აქვე მინ­და მა­მუ­კას და ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ლით სამ­ძი­მა­რი გა­მო­ვუ­ცხა­დო ამა­ვე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში და­ღუ­პუ­ლის ოჯახს.

მად­ლო­ბა."