ინფორმაცია მათთვის, ვინც ამერიკაში წასვლას გეგმავს - რას ჰყვება ქალი, რომელმაც მექსიკის გავლით, "ამერიკული ოცნება" აიხდინა
ნახევარ წელზე მეტია ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე მექსიკა-ამერიკის საზღვარს კვეთს და ლტოლვილად ბარდება. გზა, რომელსაც ისინი ირჩევენ, რთული და ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია, რამდენად სარისკოა ამ გზით შტატებში მოხვედრა, ისინი მაინც მიდიან. მიდიან ოჯახებით, პატარა ბავშვებით, ერთ ჩემოდანში ჩატეული ცხოვრებით და იმედით, "ამერიკული ოცნების" ახდენის იმედით.
"ამერიკული ოცნება" თუ ე.წ. გოლგოთის გზა, ნიანგებით სავსე წყალსაცავი თუ პატარა მდინარე, ისტორიები საზღვრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენი რესპონდენტი ქეთა გაზდელიანი უკვე ამერიკიდან გვიყვება თავის ამბავს.