loader

"შენი დედა..." - კადრები რესტორნიდან, სადაც ათობით პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენი დედა..." - კადრები რესტორნიდან, სადაც ათობით პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, ათობით პირის ჩხუბის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი პირები მუსიკის ჩართვის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის სტუმრების ნაწილს მუსიკის ჩართვა სურდა, ხოლო სხვა მაგიდასთან მყოფები მუსიკის ჩართვას აპროტესტებდნენ ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღის გამო, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ვიდეო: იურისპრუდენცია