loader

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებს 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში დაასვეებენ.

ამის შესახებ ინფორმაიციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

გასვენება ტაძრიდან 14:00 საათზე მოხდება.

“გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე.

სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე .

შევნშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.