loader

"ვაღიარებ, ჩემი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა" - რა თქვა სასამართლოზე მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაღიარებ, ჩემი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა" - რა თქვა სასამართლოზე მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულმა?

"ხუ­ლიგ­ნო­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ვგრძნობ. ვა­ღი­ა­რებ, რომ ჩემი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა", - ამის შე­სა­ხებ ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში 20 წლის ახალ­გაზ­რდის, მი­რი­ან კუ­კა­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა 7 პირი ბრალს არ აღი­ა­რებს.

და­კა­ვე­ბულ რვა­ვე პირს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 30 ივ­ლისს წა­რუდ­გი­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლი 7 პი­რი­დან 5 პირს ბრა­ლი ჯგუ­ფუ­რი ხუ­ლიგ­ნო­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­დან ხუთ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო 2 პირს ბრალ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის მუხ­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორი­დან ექვს წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილს, მას ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და მე-3 ნა­წი­ლით (ხუ­ლიგ­ნო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად ჯი­ჯე­იშ­ვი­ლი კი მი­მალ­ვა­ში თით­ქმის ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის და­სა­კა­ვებ­ლად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ