loader

უბედური შემთხვევა მარნეულში - საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედური შემთხვევა მარნეულში - საკანალიზაციო ჭაში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭაში 2 პირი ჩავარდა.

გავრცელებული ცნობით, მუშა, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებული კანალიზაციის ჭას ასუფთავებდა, ჭაში ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო, სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ჭიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

ორივე გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.