loader

"წინ კოლონა მიდიოდა, დავამუხრუჭე და გადავვარდი" - რას ამბობს ტრაილერის მძღოლი, რომელიც მდინარე სუფსაში გადავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წინ კოლონა მიდიოდა, დავამუხრუჭე და გადავვარდი" - რას ამბობს ტრაილერის მძღოლი, რომელიც მდინარე სუფსაში გადავარდა

მდინარე სუფსაში ხიდიდან ტრაილერი გადავარდა.

როგორც ტრაილერის მძღოლი აცხადებს, მან მანქანიდან მდინარეში გადახტომა მოასწრო. მისივე თქმით, იგი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

„ჩემს წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, როგორც კი გადავვარდი სამაშველო სამსახურიც მაშინვე მოვიდა, არ დაუგვიანიათ. წყალი არც ისე ღრმა იყო. მანქანის ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ტრაილერის მძღოლმა ალექსი მაისურაძემ.

მოხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ავტორი: მაიკო ძაგანია