loader

"სძინავს, არაფერს ამბობს" - რას ამბობს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სძინავს, არაფერს ამბობს" - რას ამბობს გადარჩენილი პარაპლანისტის დედა

მარტო ის ხალხი მადარდებს, რომელიც დაიღუპა, - ამის შესახებ გუდაურში დაშავებული პარაპლანისტის დედამ ჟურნალისტებს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც მისი შვილი მკურნალობს.

როგორც დაშავებულის დედა აღნიშნავს, გუდაურში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე შვილს მასთან არ უსაუბრია.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულს ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა.

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირი თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტს თავის ტვინის შერყევა და წვივის დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა აღენიშნებოდა.