loader

"მათი ფიქრები, შიშები, განცდები - საზარელი ამბავია" - ნანუკა ჟორჟოლიანია გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მათი ფიქრები, შიშები, განცდები - საზარელი ამბავია" - ნანუკა ჟორჟოლიანია გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"წარმოდგენაც არ მინდა რა ჯოჯოხეთი რამდენიმე წუთი გაიარეს სიკვდილის წინ. მათი ფიქრები, შიშები, განცდები.საზარელი ამბავია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს." - წერს ჟურნალისტი.

ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.