ცნობილია იმ პილოტის ვინაობა, რომელიც გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა
გუდაურში დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი, სადაცა პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილთა შორის ერთ ერთი მფრინავი ზაზა ლორიაა. ის გამოცდილი მფრინავი იყო, რომელსაც ყოველთვის ანდობდნენ ურთულეს სამაშველო ოპერაციებს.
სამხედრო ექსპერტის, ირაკლი ალადაშვილის ცნობით, ზაზა ლორიას აფხზეთის ომის დროს, დევნილები გადმოჰყავდა.