loader

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით, 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით, 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით შსს-მ 1 პირი დააკავა. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთ პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, - წერს შსს.