loader

"სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა“ იჩხუ­ბეს "ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­თან“, მხარი გაკრა ერთმა მეორეს" - რას ამბობს ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწ­მის ად­ვო­კა­ტი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა“ იჩხუ­ბეს "ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­თან“, მხარი გაკრა ერთმა მეორეს" - რას ამბობს ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწ­მის ად­ვო­კა­ტი?

ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვას მკვლე­ლო­ბის საქ­მის ერთ-ერთი მოწ­მის ად­ვო­კა­ტის, ფიქ­რია მა­ხა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­გაზ­რდებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი „მხრის გაკ­ვრას“ მოჰ­ყვა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში მა­ხა­რა­ძე გან­მარ­ტავს, თავ­და­პირ­ვე­ლად უთან­ხმო­ე­ბა სახ­ლის ეზო­ში და­ი­წყო, სა­დაც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ, იქ ახალ­გაზ­რდე­ბის შე­რი­გე­ბა მო­ხერ­ხდა. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ისი­ნი ეზოს გა­რეთ, ჩუ­მად გა­ი­პარ­ნენ, რა­საც კუ­კა­ვას მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

"სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი“ და "ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი“ იყ­ვნენ, „სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა“ იჩხუ­ბეს „ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­თან“, მხა­რი გაკ­რა „სა­ბურ­თა­ლო­ელ­მა“ „ნა­ხა­ლოვ­კელს“ და ამის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი. ეზო­ში ჰქონ­დათ ალა-ფურ­შე­ტი მო­წყო­ბი­ლი, იქ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი, შე­რი­გე­ბის, თუ მო­რი­გე­ბის შემ­დეგ, გა­რეთ გა­სუ­ლან და იქ მოხ­და მკვლე­ლო­ბა. ამ დროს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სახ­ლში გო­გო­ნებს აწყნა­რებ­და, ისი­ნი ზე­მოთ აიყ­ვა­ნა, რა დრო­საც მკვლე­ლო­ბა მოხ­და, მას ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია.

იქ ქე­თა­თო არა­ბუ­ლის (იუ­ბი­ლა­რის) დედა იყო, მან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩხუ­ბის და­წყე­ბამ­დე შე­ა­ტყო­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ იმ­დე­ნად სწრა­ფად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, როცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­ვიდ­ნენ, უკვე.... ამა­თაც ვერ გა­ი­გეს წე­სი­ე­რად გა­რეთ რომ მკვლე­ლო­ბა მოხ­და, ვი­ღა­ცამ კი­ვი­ლი და­ი­წყო და გაც­ვივ­დნენ. იფიქ­რეს, რომ შე­რიგ­დნენ და კონ­ფლიქ­ტი მორ­ჩაო. ეზო­ში რომ მოხ­და კონ­ფლიქ­ტი, ყვე­ლა ჩა­ე­რია, გა­აშ­ვე­ლეს, ბო­დი­შე­ბიც მო­ი­ხა­დეს, შე­რიგ­დნენ, მერე რო­გორც ჩანს, ჩუ­მად გა­ი­პარ­ნენ ეზოს გა­რეთ, რამ­დე­ნი - არ ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და მა­ხა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 წლის მი­რი­ან კუ­კა­ვა მე­გობ­რის - ქე­თა­თო არა­ბუ­ლის სახ­ლში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც სუფ­რას­თან ახალ­გაზ­რდებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა მი­რი­ან კუ­კა­ვას გულ-მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს. და­ვით ჯი­ჯე­იშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით სა­გამ­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ხუ­ლიგ­ნო­ბის, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.