loader

(+18) ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ოკუპირებულ ელენოვკაში დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩანან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(+18) ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ოკუპირებულ ელენოვკაში დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩანან

უკრაინის დაზვერვამ ელენოვკას მიმართულებით, სადაც კრემლის პროპაგანდისტების მტკიცებით, 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა, საარტილერიო დაბომბვა დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთანავე, წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ტყვეები სწორედ იმ ადგილას გადაიყვანეს, რომელზეც დღეს დილით საარტილერიო თავდასხმა განხორციელდა.

„ეს იყო ბარაკი, სადაც „აზოვის“ მებრძოლები იყვნენ. ისინი აქ დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე გადმოიყვანეს. ჩვენ ჯერ ვერ ვიგებთ ამ გადაყვანის მიზეზის“, - განაცხადა წყარომ.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილის პრორუსულმა „ბოევიკებმა“ 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვეს გარდაცვალების შესახებ განაცხადეს, რომლებიც ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში იყვნენ განთავსებულები.