loader

"ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით" - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მოკლული მირიან კუკავა ტერენტი გრანელის ლექსს კითხულობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით" - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მოკლული მირიან კუკავა ტერენტი გრანელის ლექსს კითხულობს

"ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით. ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს MEMENTO MORI-ა" - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე მოკლული 20 წლის მირიან კუკავა ტერენტი გრანელის ლექსს კითხულობს.

ცნობისთვის, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.

20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.