loader

"ვაიმე, დედა... ცოცხალია?" - ვრცელდება ავარიის მძიმე კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაიმე, დედა... ცოცხალია?" - ვრცელდება ავარიის მძიმე კადრები

საავტომობილო მაგისტრალის ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.

„ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული ექიმია.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ხაშურის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის, სოსო გელაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.