loader

"ჩემი მხიარული, ლაღი, სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიაში მოკლულ 20 წლის ბიჭზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი მხიარული, ლაღი, სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - რას წერს ბუკა პეტრიაშვილი ცხვარიჭამიაში მოკლულ 20 წლის ბიჭზე?

"ჩემი მუდამ მოღიმარი, მხიარული, ლაღი, სიცოცხლით სავსე, კეთილი და მოსიყვარულე მირიანი" - ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ალექ­სი (ბუკა) პეტ­რი­აშ­ვი­ლი ცხვა­რი­ჭა­მი­ა­ში მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელში წერს.

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, მცხეთის პოლიციის სამმართველოში იმ ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ინფორმაცია ჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.